სალომე ზურაბიშვილის გამოხმაურება

შსს-ს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას მუქარად და კონსტიტუციის დარღვევად აფასებს. „ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო. ეს კიდევ ერთი და მთავარი კონსტიტუციის პრინციპის – მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევაა. რა მნიშვნელობაა კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება. რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია“, – წერს ზურაბიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება