ნინო ხელაიას რუბრიკა „ისტორიული ტრანსფორმაციები” ჰეგემონია - ანტონიო გრამში

ნინო ხელაიას რუბრიკა „ისტორიული ტრანსფორმაციები” ჰეგემონია – ანტონიო გრამში

რას ნიშნავს კულტურული ჰეგემონია და რით განსხვავდება ის სამხედრო-პოლიტიკური დომინაციისაგან? პოლიტიკური თეორია ერთმანეთისაგან განასხვავებს დომინაციას, რომელიც პოლიტიკურ და სამხედრო ძალაზე დაფუძნებულ ძალაუფლებას, და ჰეგემონიას, რომელიც სამხედრო და პოლიტიკურთან ერთად, კულტურულ ჰეგემონიასა და მისგან წარმოქმნილ თანხმობასაც ეყრდნობა. ასეთი გააზრება იტალიელ ფილოსოფოსს ანტონიო გრამშის უკავშირდება. თუ შიდა პოლიტიკაში, კულტურულ ჰეგემონიას კონკრეტული სოციალური ჯგუფები ამყარებენ და სამთავრობო ძალაუფლებას ეუფლებიან, ქვეყნის გარეთ – კულტურულ ჰეგემონებად კონკრეტული სახელმწიფოები გვევლინებიან. “ისტორიული ტრანსფორმაციების” ამ ნაწილში შიდა პოლიტიკურ, შემდგომ ნაწილში კი საერთაშორისო პოლიტიკის ჰეგემონიაზე და ისტორიულ ჰეგემონურ ციკლებზე ვისაუბრებთ.