თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად ბრალდებული არ ესწრება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე იკითხება.
მათ შორის ერთი სამართალდამცველი, რომელიც უშუალოდ აქციაზე იმყოფებოდა, ასევე აქციის მონაწილე. მოწმეები 20 ივნისის აქციაზე განვითარებული მოვლენებს იხსენებენ.
გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობას ედავება.