ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმეზე შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები  – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე გვიან ღამით წყნეთის პოლიციიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის პატიმრობა დაუსწრებლად აქვთ შეფარდებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგის დეტალებით თეონა ხუბულავა შემოგვიერთდება.

დატოვე კომენტარი