„ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს უახლოეს მომავალში მიიღებს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ნედ პრაისის თქმით, ვაშინგტონი განაგრძობს ზეწოლას რუსეთის პრეზიდენტზე, კრემლზე, პუტინის ახლობელ ოლიგარქებზე და ყველა ადამიანზე, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ხელს უწყობენ.
მისივე თქმით, მოსკოვზე ზეწოლა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე კრემლი ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს და სისასტიკეს არ შეწყვეტს.