ნაწილი მესამე - „ნეპის პერიოდის თაღლითები“- პირველი სერია

პროექტის მიზანია აღწეროს საქართველოს ისტორია კრიმინალური შემთხვევების მეშვეობით. თითოეული ფილმი ეფუძნება კონკრეტულ კრიმინალურ ამბავს, რომლის პარალელურად ხდება იმ პერიოდის საქართველოს ზოგადი ვითარების აღწერაც.

პროექტი ეფუძნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოში დაცულ ორ არქივს: საბჭოთა უშიშროების სამსახურის სისხლის სამართლის საქმეებს და კომუნისტური პარტიის არქივის მასალას, სადაც თავმოყრილია პარტიის ყველა რგოლის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, პროექტის მომზადებისთვის გამოყენებულია იმ დროის პერიოდული გამოცემები, აგრეთვე საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტები. ყოველივე ამის ერთობლიობა საშუალებას გვაძლევს სრულფასოვნად აღვწეროთ კონკრეტული ეპოქა.

 

საიდუმლო კართოტეკის მესამე ფილმი – „ნეპის პერიოდის თაღლითები“.

ფილმი მოგვითხრობს საბჭოთა ხელისუფლების მიერ შემოღებულ ახალ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომლის დროსაც საბჭოთა ქვეყანაში კერძო საკუთრების შეზღუდული ფორმები დაუშვეს.

ფილმში ნაჩვენებია ნეპის პერიოდისთვის დამახასიათებელი თაღლითობის შემთხვევა – ყალბი ფულადი ნიშნების გამსაღებელთა ბანდა, რომელიც ერთდროულად ბათუმში, ყირიმში და სოჭში მოქმედებდა. კონკრეტული კრიმინალური შემთხვევის გარდა, ფილმში მოთხრობილია ნეპის პერიოდის ყოფაზე, ნეპკულტურაზე და ნეპმანთა დამახასიათებელ ცხოვრების წესზე.

 

რეჟისორი: შალვა შენგელი

სცენარის ავტორი: მიხეილ ბასილაძე

სტოქსი… პოლკოვნიკის დახეული წერილები

თბილისის კართან

იონას საქართველო

ეპოქა

დოკუმენტური ფილმები