დიდი რისკი იქნება, თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ეს გაამხნევებს არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინს, არამედ სხვა ავტორიტარულ ლიდერებს ირანში, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ომის შედეგი ჩამოაყალიბებს გლობალურ უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში.