ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებას განიხილავენ. როგორც მინისტერიალის დაწყებამდე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, მთავარი პრიორიტეტი იქნება მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის. მისი თქმით, მინისტერიალზე ასევე განიხილავენ ნატო-ს ქვეყნების აღჭურვილობისა და იარაღის მარაგების შევსების, მათ შორის იარაღის წარმოების გაზრდის საკითხს.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს მინისტერიალზე ასევე იმსჯელებენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობაზე, რისი მნიშვნელობაც ბალტიის ზღვაში გაზსადენებზე მომხდარი დივერსიული აქტებით დადასტურდა. ამასთან, როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო მჭიდროდ აკვირდება რუსეთის ბირთვულ პოზიციას და აღნიშნა, რომ არ შეუმჩნევია რაიმე ცვლილებები რუსეთის ბირთვულ მდგომარეობაში, თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იქნება ყურადღებით და გააგრძელებს მონიტორინგს.