უმნიშვნელოვანესია მეტი ტურისტი ყველა მიმართულებიდან, მათ შორის რუსეთიდან – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გურჯაანში ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრი სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსაც შეეხო.
მისი თქმით, ბიზნესს უნდა ჰქონდეს არჩევანი, ივაჭროს ნებისმიერ ქვეყანასთან, სადაც თვლის, რომ უკეთესად გაიყიდება მისი პროდუქტი. გურჯაანში ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას, ნათია თურნავასთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაესწრნენ.