ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმერეთის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რამდენიმე სოფელში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ნათია თურნავას განცხადებით, წელს ბუნებრივი აირი იმერეთის რეგიონში ხუთი ათასზე მეტ ოჯახს ექნება.
მთავრობის პროგრამის მიხედვით, 2021 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით, მილიონ 300 ათასზე მეტი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც აბონენტთა მთლიანი მოსახლეობის 85 პროცენტია. სამინსიტროს განცხადებით, ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში ლიდერი ქვეყანაა.