შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ახალი პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ იწყება. პროექტს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ახორციელებს, სააგენტოსთან – „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით. სამწლიანი პროექტის მიზანია, საშუალო და მცირე ბიზნესის ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო ბაზარზე გაყვანა და მათი ცნობადობის გაზრდა.
სტუმრები: შოთა ღვინერია – ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის კოორდინატორი; თორნიკე სულაბერიძე – სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე.
ნაშუადღევს