#ნაშუადღევს პროექტი ქართველი ემიგრანტებისთვის

მშობლიური ენის დისტანციური სწავლება და საზაფხულო ბანაკი ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის. საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ემიგრანტებს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება შეისწავლონ ან სრულყონ ქართული ენის ცოდნა. ამ მიზნით, საპილოტე პროექტი უკვე განხორციელდა დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოში.

მშობლიური ენის დისტანციური სწავლების პროექტზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად, განათლების სამინისტროც იმუშავებს.

ჩართვა გერმანიიდან – ემიგრანტი მანანა ხუნდაძე მოგვიყვება საკუთარ გამოცდილებას, როგორ ასწავლა თავის შვილებს ქართული ენა და რა აუცილებლობა აქვს ამას მათი სწორად განვითარებისთვის. #ნაშუადღევს/facebook

ნაშუადღევს