ნარკოტიკის კონტრაბანდის  საქმე

მძიმე დანაშაულში ბრალდებული კიდევ ერთი მაღალჩინოსნის საქმე.

სასამართლოს დღეს უნდა დაეწყო იმ გახმაურებული საქმის არსებითი განხილვა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს. საუბარია ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ყოფილ თანამშრომელზე, რომელიც თავად არის ნარკოდანაშაულში ბრალდებული. გოგა გელაშვილს ქვეყნის საზღვარზე ნარკოტიკების შემოტანის მფარველობას ედავებიან. გამოძიების მასალების მიხედვით, დაკავებულმა პოლიციელმა ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტი ოთხჯერ დაფარა და სანაცვლოდ ქრთამი აიღო.

დღეს „მოამბემ“ საქმეში არსებული რამდენიმე ჩვენება მოიპოვა.