ნარკოპოლიტიკა – შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტებთან

09:16, 30.10.2026

რა მიდგომებია ქვეყანაში ნარკოპოლიტიკისა და ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობის მიმართ და რა საკანონმდებლო რეგულაციები მოქმედებს ნარკოტიკების გავრცელება-მოხმარების შესამცირებლად – სწორედ ამ თემას მიეძღვნა შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ექსპერტებს შორის. შეხვედრა გაიმართა პრემიერთან და პრეზიდენტთანაც. ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრის შეფასებით, გამოიკვეთა განსხვავებული ხედვები, მათ შორის ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების აღრიცხვისა და სავალდებულო მკურნალობის საკითხებზე. ექსპერტებმა ქვეყანაში ბოლო 15 წლის პროგრესზეც ისაუბრეს და რეკომენდაციებიც გასცეს. 

მსგავსი