ნანი ბრეგვაძე 85 წლისაა. საიუბილეო თარიღი წინანდალში აღინიშნება. „მოამბის“ დასრულებისთანავე, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ სპეციალურ ეთერს. მანამდე კი წინანდლიდან შემოგვიერთდება დათუნა ალადაშვილი, რომელიც საიუბილეო საღამოს ერთ-ერთი წამყვანია.