ნანა ძაგნიძე სწრაფი ჭადრაკის მსოფლიოს ჩემპიონია

ნანა ძაგნიძე სწრაფი ჭადრაკის მსოფლიოს ჩემპიონია.  საუდის არაბეთში მსოფლიოს პირველობა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში დასრულდა. 4-დღიანი ასპარეზობის საპრიზო ფონდი 2 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც მსგავსი ტურნირებისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

დღეს ელვისებურ ჭადრაკში, ნანა ძაგნიძე ბოლო, 21-ე ტურში სომეხ ელინა დანიელიანს დაუზავდა, 16,5 ქულა დააგროვა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველმა მოჭადრაკემ ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა, დაამარცხა მსოფლიო მოქმედი ტან ჟონგი, ასევე 2 ყოფილი ჩემპიონი – ჟუ ვენჟე-უნი და ანა უშენინა, ასევე მეორეადგილოსანი, რუსი ვალენტინა გუნინა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ძაგნიძემ წელს ლატვიის დედაქალაქ რიგაში კლასიკურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.