შვიდკაცა ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს
შვიდკაცა ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

საქართველოს შვიდკაცა ნაკრები დუბაიში ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა.

საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, შვიდკაცა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვეტერანი მორაგბე , რაგბის ეროვნული აკადემიის დირექტორი, ზაზა ლეჟავა დაინიშნა.

ზაზა ლეჟავა შვიდკაცა ნაკრების მწვრთნელი 2001-2005 წლებშიც იყო. 2009-2012 წლებში კი უკრაინის შვიდკაცა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.

საქართველოს შვიდკაცა ნაკრების მიზანი მსოფლიო სერიებში დაბრუნება  და ოლიმპიური საგზურის მოპოვებაა.

დუბაიში შვიდკაცა ნაკრები ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:

ნიკო აფციაური (არმია), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), ოთარ ძაგნიძე (აია), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), გიორგი აბრამიძე (აია), ნიკა ბიწაძე (ჯიქი), გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), ბექა საღინაძე (ლელო-სარასენსი), საბა შუბითიძე (აკადემია).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა

მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე

ექიმი: ვახტანგ წიკლაური

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე

მომზადებულია საქართველოს რაგბის კავშირის (rugby.ge) მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით