საქართველოს შვიდკაცა ნაკრები დუბაიში ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა.
საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, შვიდკაცა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვეტერანი მორაგბე , რაგბის ეროვნული აკადემიის დირექტორი, ზაზა ლეჟავა დაინიშნა.
ზაზა ლეჟავა შვიდკაცა ნაკრების მწვრთნელი 2001-2005 წლებშიც იყო. 2009-2012 წლებში კი უკრაინის შვიდკაცა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.
საქართველოს შვიდკაცა ნაკრების მიზანი მსოფლიო სერიებში დაბრუნება და ოლიმპიური საგზურის მოპოვებაა.
დუბაიში შვიდკაცა ნაკრები ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:
ნიკო აფციაური (არმია), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), ოთარ ძაგნიძე (აია), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), გიორგი აბრამიძე (აია), ნიკა ბიწაძე (ჯიქი), გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), ბექა საღინაძე (ლელო-სარასენსი), საბა შუბითიძე (აკადემია).
მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა
მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე
ექიმი: ვახტანგ წიკლაური
მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე
მომზადებულია საქართველოს რაგბის კავშირის (rugby.ge) მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით