20 ივლისი ჭადრაკის საერთაშორისო დღეა – მსოფლიო ჭადრაკის ფედერაცია დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციამ გინესის მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად პროექტი წამოიწყო, რაც მსოფლიოს გარშემო 24 საათის განმავლობაში ყველაზე მეტი საჭადრაკო პარტიის გათამაშებას ითვალისწინებს.
მსოფლიო რეკორდის დამყარების იდეას ქალაქ ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი – „ნანა ალექსანდრიას თასიც“ შეუერთდა. ფოთში საჭადრაკო ფესტივალი უკვე მეჩვიდმეტედ ტარდება და მასში მონაწილეობას 14 ქვეყნის 450-ზე მეტი მოჭადრაკე იღებს.