„ნამახვანჰესის“ მიმდინარე პროექტის წინააღმდეგ პროტესტი გადაცემა „დღის თემის“ მთავარი თემა იყო. თამთა სანიკიძის შეკითხვებს ვარლამ გოლეთიანმა, ანა ნაცვლიშვილმა და მიხეილ სარჯველაძემ უპასუხეს.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პრობლემური საკითხი მხოლოდ დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას. პასუხების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
ვარლამ გოლეთიანის განცხადებით კი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მისივე თქმით, საჯაროდ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, რომ კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს, რიონის ხეობაში კომპანია „ენკა“ საპროექტო სამუშაოებს დაჩქარებული ტემპებით ატარებს. გოლეთიანი პარტია „ლელოს“ მოწოდებასაც გამოეხმაურა, საკითხზე გაიმართოს საკომიტეტო მოსმენები.
დღის თემა