წლის მესამე სუპერტურნირი – ნაცუ ბაშო დღეს დაიწყო. სტარტზე ორივე ქართველმა სუმოისტმა გაიმარჯვა. მაისის ბაშოს პირველი დღე წარმატებული გამოდგა ლევან გორგაძისთვის. ქართველი მებრძოლი, რომელმაც ოძეკის ტიტული დაკარგა, უმაღლეს იერარქიაში დასაბრუნებლად იბრძოლებს და ამისთვის 10 გამარჯვება სჭირდება.
ნაცუ ბაშოს პირველ დღეს მან გამარჯვება მოიპოვა. ხვალ მისი მეტოქე მესამე მაეგაშირა დაიეიშო იქნება, რომელმაც შეჯიბრის პირველ დღეს მონღოლი სეკივაკეს – იჩინოჯოს დამარცხება მოახერხა. თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ კი მერვე ნომერ დაიშო მარუს დაუპირისპირდა.
ქართველმა გოლიათმა გორგაძის მსგავსად ნაცუ ბაშო გამარჯვებით დაიწყო. მან მეტოქე დაამარცხა.