„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მეცხრე დღეა, შიმშილობენ. წითლიძის თქმით, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მანამდე არ შეწყვეტს, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.
დღეიდან მედიკოსები საკანონმდებლო ორგანოში მოშიმშილეების ოთახთან ახლოს განთავსდებიან და იმ შემთხვევაში, თუ წითლიძის ან ჯანაშიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდება, მომენტალურად აღმოუჩენენ დახმარებას.
რაც შეეხება დავით კირკიტაძეს, იგი გუშინ საკანონმდებლო ორგანოდან კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს. ამასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ კომენტარი გაკეთდა „ნიუ ჰოსპიტალში“.