„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ

ლევან ხაბეიშვილის ამერიკული ვოიაჟის პარალელურად, შიდა კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება „ნაციონალურ მოძრაობაში“.

ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ თავმჯდომარეს პარტიის რიგები მკვეთრად შემცირებული დახვდება. ბათუმის, ზუგდიდის და ჭიათურის შემდეგ რღვევის პროცესი ხობით გაგრძელდა. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხობის ორგანიზაციის 30-მდე წევრი წავიდა. მათ შორის 10 ხობის საკრებულოს წევრია და მენეჯმენტის მოწოდების მიუხედავად, მანდატების დატოვებას არ აპირებს. შედეგად, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ხობის საკრებულოში მხოლოდ ერთი წევრიღა დარჩება. საერთო ჯამში, პარტია ბოლო დღეებში უკვე 60-მდე წევრმა დატოვა. ყველა მათგანი ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერთა გუნდში მოიაზრება. წასვლის გადაწყვეტილებას წინ თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნა უძღოდა.

თათია მაყაშვილი არკვევდა, რით და როდის დასრულდება ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის დაყოფის პროცესი.