ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ -  საქართველოს მთავრობის ინიციატივა

ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ –  საქართველოს მთავრობის ინიციატივას დღეს საპარლამენტო  სხდომაზე ქეთევან ციხელაშვილი წარადგენს.  სიახლე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით,  ინიციატივა ხსნის შესაძლებლობებს და სივრცეს იმისთვის, რომ ბარიკადებით გაყოფილი საზოგადოებების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის დიალოგი წარიმართოს, წახალისდეს მიმოსვლა და კონტაქტები ხალხთა შორის.