მზეზე მცირე ზომის ამოფრქვევა მოხდა

NASA-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2 მარტს, 18 საათის განმავლობაში, მზის შედარებით პატარა აქტიურ რეგიონში ორი ამოფრქვევა მოხდა. მოვლენა დედამიწის ორბიტაზე მოძრავმა NASA-ს მზის დინამიკის ობსერვატორიამ დააფიქსირა.

თითოეული ამოფრქვევის შემდეგ, რეგიონში ჩნდება მაგნიტური ველების ხაზები, რომლებიც ვიდეოში კაშკაშა ხვეულების სახით ჩანს. ისინი ხელახლა აწერიგებს რეგიონის მოშლილ მაგნიტურ ველს. წამიერი ჩაბნელება გამოწვეულია ხომალდსა და მზეს შორის დედამიწის ჩავლით.

ფოტოები გადაღებულია უკიდურეს ულტრაიისფერ ტალღის სიგრძეში, რომელიც ადამიანის თვალისთვის უხილავია.

შედარებით დიდი ამოფრქვევა მზეზე ცოტა ხნის წინაც მოხდა. 12 თებერვალს, C-კლასის ამოფრქვევას თან ახლდა კორონარული მასის ამოტყორცნა (CME). შედეგად, კოსმოსში გაიფრქვა პლაზმა და ელექტრომაგნიტური რადიაცია, რომლის გარკვეულმა ნაწილმა დედამიწასაც დაარტყა და გამოიწვია ძლიერი პოლარული ნათება.

წყარო: nasa.gov

დატოვე კომენტარი