ქართველი მუსიკოსების მხარდამჭერი გზავნილი ომში მყოფ უკრაინას.
საკუთარი სათქმელი და სოლიდარობა ქართველმა არტისტებმა მუსიკალური აქცია-პერფორმანსით გამოხატეს. ორი ქვეყნის ჰიმნთან ერთად შესრულდა ის მუსიკალური ნაწარმოებიც, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განადგურებულ მარიუპოლს და ქალაქისთვის გმირულად მებრძოლ უკრაინელებს ეძღვნებათ.
ისევე როგორც ერთი წლის წინ, ქართველი არტისტები ნიკოლოზ რაჭველთან ერთად ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სარეპეტიციოში შეიკრიბნენ და უკრაინის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გამართეს. აქცია პერფორმანსში მონაწილეობა ვახტანგ მაჭავარიანმა, ნიკოლოზ რაჭველმა, ილია ინაიშვილმა, ირაკლი ჩოლოყაშვილმა ნინო ქათამაძემ და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებმა მიიღეს.