დღეს ხაშური „მუსიკალურ საღამოს“ უმასპინძლებს. მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარედ, დიმიტრი ყიფიანის სკვერში ახლა აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. დამონტაჟდა სცენა, ეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცეები და ადგილობრივი მეწარმეებისთვის განკუთვნილი პავილიონები. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება და გალაკონცერტით დასრულდება. მუსიკალური საღამოები რეგიონებში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.