მუსიკალური საღამოები რეგიონებში

ბაკურიანი „მუსიკალური საღამოსთვის“ ემზადება. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ღონისძიება „ამირანის პარკში“ 19:00 საათზე დაიწყება. ადგილზე გამოიფინება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, მოეწყობა თემატური ფოტოზონები, შემეცნებითი სტენდები და მოსასვენებელი სივრცეები. პატარების საზეიმო განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ. საღამო ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტით დასრულდება.