საქართველოს ოთხ ქალაქში „მუსიკალური საღამოები“ იმართება – ქედაში, ოზურგეთში, სენაკსა და ვანში დამონტაჟებულია სცენა, სადაც ამ წუთებში მუსიკალური ნომრები სრულდება. დღის განმავლობაში მოწყობილი იყო საბავშვო-გასართობი სივრცეები და ადგილობრივი მეწარმეებისთვის განკუთვნილი პავილიონები. ქედაში ღონისძიებები სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართებოდა, სტუმრებს ადგილობრივი კერძების დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ. ასევე გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, „აზოტის შოუ“ და ჯამბაზშოუ. ღონისძიებები სხვადასხვა ქალაქში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს.