საქართველოს პირველი არხის მუსიკალურ პროექტს „ხალხური“ დღეს თელავმა უმასპინძლა. პარკ „ნადიკვარის“ სცენაზე ინდივიდუალური შემსრულებლები წარდგნენ, ასევე ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა წარმოადგინეს რეპერტუარი საკუთარი შემოქმედებიდან. სახალხო კონკურსის მიზანია ქართული ხალხური საგანძურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.