თელავში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, მსმენელის წინაშე წარდგნენ საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე ტიმოთი ჩოი და სიმფონიური ორკესტრი, არიელ ცუკერმანის დირიჟორობით.
ფესტივალი 1-ელ ოქტომბერს, ელისო ვირსალაძის კონცერტით დასრულდება.