სომხეთის ქალაქ იჯევანში, სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით, მუსიკალური ფესტივალი გაიმართა. კონცერტზე ქართველი და სომეხი შემსრულებლების ცნობილი ჰიტები და დუეტები შესრულდა, პროგრამის ავტორი ერიკ კარპეტიანი იყო. ფესტივალის ფარგლებში, ადგილობრივი და ქართული პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პირველ არხთან პარტნიორობით გაიმართა.