რუსთავის ოქსიგენ ფესტივალის მუსიკალური დღეები დაიწყო. „ჩაისუნთქე ისტორია“– ასეთია ქალაქის ისტორიულ ციხესთან მიმდინარე ფესტივალის მთავარი სლოგანი. ღონისძიების სახელწოდებაც და მისი მთავარი სლოგანიც განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. „ოქსიგენი“- ჟანგბადი, გარდა ეკოლოგიურისა, იმ სიახლისა და ახალი შესაძლებლობების სიმბოლოცაა, რომლის ძიებაშიც არის ახლა ქალაქი. წლევანდელი ფესტივალი ორგანიზატორებმა განსხვავებული ფორმატით დაგეგმეს, რამდენიმე ღონისძიება გააერთიანეს და სტუმრებს საფესტივალო კვირეული შესთავაზეს.