„მუსიკა გვაერთიანებს“ – ამ სახელწოდებით რუსთაველის თეატრში ცნობილი ამერიკელი მევიოლინის სტელა ჩენის კონცერტი გაიმართა. მევიოლინესთან ერთად, სცენაზე ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი წარდგა არიელ ცუკერმანის დირიჟორობით.
მუსიკალური საღამო მსოფლიოში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, სამშობლოსთვის მებრძოლ ადამიანებს მიეძღვნათ. კონცერტი ელისო ვირსალაძის ცენტრის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.