შატილში ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორები არიან შეკრებილი. „მთის დღეები 2024“-ის ფარგლებში ღონისძიებები ხევსურეთში წელს იმართება. საფესტივალო ტერიტორიაზე აქტივობები უკვე დაიწყო – პროგრამა მრავალფეროვანია. სხვადასხვა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი მზარეულებისა და ცნობილი შეფ-მზარეულების მიერ მომზადებული კერძების დეგუსტაცია, შემეცნებითი, გასართობი თამაშები და შეჯიბრებები.
სხვა რეგიონების მსგავსად, დაჯილდოების ცერემონია ხევსურეთშიც გაიმართება. საზოგადოების განწყობაზე კი იზრუნებს DJ, ხოლო საღამო ცნობილი მომღერლების კონცერტით დასრულდება.