სვანეთში „მთის დღეები“ იმართება – ღონისძიების სტუმრები მესტიაში უღვირის ტბის მიმდებარედ არიან შეკრებილები. ვიზიტორებისთვის სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმა, ეწყობა ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, იმართება საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი თამაშები და შეჯიბრებები.
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კულინარიის კუთხეს, სადაც ფესტივალის სტუმრებს ტრადიციული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ. ასევე, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“. დღე „რეზო და ბავშვების“, „შვიდკაცასა“ და კვარტეტ „ჰერიოს“ კონცერტით დასრულდება. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, „მთის დღეები“ წელს მესამედ იმართება.