თუშეთი „მთის დღეებს“ მასპინძლობს – მთავრობის ინიციატივით ორგანიზებული ღონისძიება ომალოში უკვე მესამედ იმართება. ფესტივალზე სტუმრებს ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი კულინარიული ნიმუშებით უმასპინძლდებიან, ადგილობრივ მეწარმეებს კი საკუთარი ნამუშევრები აქვთ წარმოდგენილი. ომალოში ჩატარდა დოღიც, რომლის გამარჯვებულიც 15 წლის ადგილობრივი გახდა. მთის დღეების ფარგლებში, საღამოს მუსიკალურად ადგილობრივი ანსამბლები აფორმებენ.
ნათია ქენქაძის რეპორტაჟი თუშეთიდან.