„მთის დღეები“ გრძელდება – ფესტივალს ამ უქმეებზე სვანეთი, ყაზბეგი და ბახმარო მასპინძლობს. ბახმაროში დილიდან გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები მიმდინარეობს. სტუმრებს ადგილობრივი, ტრადიციული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობაც აქვთ. ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდება და საზეიმო კონცერტით დასრულდება.
თეა აბსარიძე გურიიდან.