მთავრობის არჩევის პროცედურა

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდა. საქართველოს პარლამენტს, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხელახლა მოუწევს.  კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, უმრავლესობა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს, რომელსაც შემდეგ უკვე პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს, ნდობის მისაღებად პარლამენტს გადაეგზავნება. პროცედურის თანახმად,   პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატები დარგების მიხედვით სამთავრობო პროგრამას საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში წარადგენენ, რის შემდეგაც, ისინი ნდობის მისაღებად პლენარულ სხდომაზე წარდგებიან. მთავრობას პარლამენტის ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.