იპოთეკური სესხები ლარში შვიდ პროცენტამდე შემცირდება – ამაზე დაბალი პროცენტი ეროვნულ ვალუტაში საქართველოში არასდროს ყოფილა. ამ შეღავათით სარგებლობა ხუთი წლის განმავლობაში იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სესხს წლის ბოლომდე აიღებენ. იპოთეკური სესხის ოთხი პროცენტით სუბსიდირების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია. სამთავრობო გუნდმა დეველოპერებსა და სამშენებლო სექტორს სიახლეები პრეზენტაციაზე გააცნო.
გიორგი გახარიას განცხადებით, სამშენებლო სექტორის ხელშეწყობა მაქსიმალურად მოხდება. გეგმის ავტორების თქმით, სუბსიდირების მიზანი ყველა იმ ადამიანის დახმარებაა, რომლესაც პანდემიამდე საცხოვრებელის გასაუმჯობესებლად გარკვეული გათვლები ჰქონდა. დეველოპერებისთვის კიდევ ერთი შეთავაზება გაყიდვებს ეხება – თუ კომპანია სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართების 30 პროცენტს ვერ გაყიდის, ამ ბინებს სახელწიფო შეისყიდის.