მთარგმნელობითი ცენტრის პრეზენტაცია

„იურიდიული და სპეციალიზებული ტერმინოლოგიის თანმიმდევრული გამოყენება სამართლებრივი აქტების მომზადების პროცესში“ – ამ სახელწოდებით იუსტიციის სასწავლო ცენტრში სემინარი იმართება. ის მიზნად ისახავს საჯარო უწყების მიერ საკანონმდებლო დაახლოების პროცესის გაუმჯობესებასა და ამავე დროს, ცნობადობის ამაღლებას კანონპროექტის შემუშავების პროცესში  მთარგმნელობითი საქმიანობის როლსა და თანმიმდევრული ტერმინოლოგიის მიზნობრივი გამოყენების საჭიროებებზე.

აღნიშნული შეხვედრა იუსტიციის მინისტრმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა იურიდიული თარგმნის მნიშვნელობას.