მსოფლიო თასი თბილისში

თბილისი დაშნით მოფარიკავე ვაჟთა მსოფლიოს თასის ეტაპს უმასპინძლებს. დაპირისპირებები სპორტის სასახლეში 27-29 მაისს გაიმართება. ტურნირი არგენტინაში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ სამხრეთ ამერიკელებმა შეჯიბრის მასპინძლობაზე უარი თქვეს, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით კი მსოფლიო თასს საქართველო უმასპინძლებს.

თბილისში ყველა კონტინენტის უძლიერესი დაშნით მოფარიკავე ჩამოვა. მსოფლიოს თასზე 10 უკრაინელი მოფარიკავეც იასპარეზებს. საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია მათ სოლიდარობას უცხადებს და ფინანსურ ხარჯებს დაუფარავს.