ისტორიაში პირველად ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით „სკი კროსში“ მსოფლიო თასის ეტაპები მიმდინარეობს. დღეს დიდველზე კავალიფიკაციის შედეგად, მცირე და დიდი ფინალები გაიმართა და სხვადასხვა ქვეყნის 48 მოთხილამურემ იასპარეზა. ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპზე პირველი მედალი ქალთა შორის „სკი კროსში“ შვეიცარიელმა ფანი სმიტმა მოიგო. მამაკაცებს შორის ტურნირის გამარჯვებული გერმანელი მოთხილამურე ფლორიან ვილსმენი გახდა.
ხვალ ისტორიაში პირველად „სკი კროსის“ შერეული ნაკრების გუნდური შეჯიბრი ჩატარდება და ამით დასრულდება „სკი კროსის“ ეტაპი. 3,4,5 მარტს კი, ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება სნოუბორდ კროსში.
მსოფლიო თასის ეტაპები საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორგანიზებით მიმდინარეობს. აღნიშნული საერთაშორისო ეტაპები წინაპირობაა იმისთვის, რომ საქართველომ 2023 წელს თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს.