​ მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. მიმდინარეობს სნოუბორდ კროსის ფინალი, ჰალფ ფაიფის საკვალიფიკაციო ეტაპები და ბიგ ეარის ვარჯიშები, ბიგ ეარის დისციპლინაში მონაწილეობს ორი ქართველი სპორტსმენი, ლუკა ჩოფიკაშვილი და ბუთა ელოშვილი. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია სრული შემადგენლობით აკვირდება მიმდინარე შეჯიბრებებს.

ტურნირი 5 მარტს დასრულდება.