მსოფლიო პანდემია და არჩევნები

პანდემია და არჩევნები – სასწავლო პროცესის განახლების გარდა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სახით ქვეყანას კიდევ ერთი დიდი გამოწვევა აქვს დასაძლევი. „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მზარდი მაჩვენებლების ფონზე, თავყრილობების აკრძალვის გადაწყვეტილება არ ვრცელდება საარჩევნო შეკრებებზე. შესაბამისად, წინასაარჩევნო მარათონი ჩვეულ რეჟიმში, თუმცა გარკვეული წესების დაცვით გაგრძელდება. სპეციალური პროტოკოლი იმოქმედებს საპარლამენტო არჩევნების დღესაც.

წესები და პროცედურები ცესკო-მ ეპიდემიოლოგებთან, პოლიტიკურ სუბიექტებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად უნდა შეიმუშაოს. დაავადების გავრცელების პრევენციისთვის მომზადებული წესების ნაწილი უკვე ცნობილია.

ანა ბროლაძე მუშაობს თემაზე – რა ზომები ტარდება არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად?