მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოს

მსოფლიო ბანკი საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნისა და პანდემიის ზემოქმედებით დაზარალებული კომპანიების მხარდასაჭერად, 85 მილიონ ევროს გამოყოფს. პროექტი ქვეყნის მასშტაბით დახმარებას გაუწევს დაახლოებით 6 000 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს და ბიზნესის გადარჩენის შანსებს გაზრდის, ასევე აამაღლებს პროდუქტიული აქტივების შენარჩუნების შესაძლებლობებს და კომპანიებს ეკონომიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ახალ გამოწვევებთან ბრძოლაში დაეხმარება.