მსჯელობა ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.

პრევენციისა და საზიანო შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მოძალადისთვის იარაღის ხელმისაწვდომობა შეიზღუდება.

კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, პოლიციელს უფლება ექნება პირს შეუზღუდოს იარაღით სარგებლობის უფლება.