დისკუსია ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებზე

შეხვედრა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა.

მონაწილეებს შორის შემაკავებელი და დამცავი ორდერების მოთხოვნათა დარღვევაზე კანონმდებლობის გამკაცრების, ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევის, გენდერული ნიშნით მკვლელობის და მსხვერპლის მიერ ჩვენების შეცვლის თავიდან ასაცილებლად, საკანონმდებლო რეგულაციების თემებზე დისკუსია შედგა.

ნათია მეზვრიშვილმა მონაწილეებს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სამინისტროს ხედვები გააცნო.