თბილისში ხუთ მძიმე საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ადეიშვილის მორიგ პოლიტიკურ ტურნეს ეხმაურებიან. ადეიშვილის დასწრებას ჰააგაში მიმდინარე კონფერენციაზე სახელწოდებით „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“ – კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
საქართველოს პროკურატურიდან ჰოლანდიაში ადეიშვილის დაკავებისა და ქართული მხარისთვის გადმოცემის მოთხოვნა უკვე გაგზავნილია, თუმცა, მმართველი პარტიის რეაგირებას ოპოზიციის ნაწილი ფარისევლობას უწოდებს. მათი განმარტებით, ზურაბ ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნა ქართულმა მხარემ თავად შეწყვიტა.
შეგახსენებთ, ზურაბ ადეიშვილი ასევე იმყოფებოდა ბუნდესტაგსა და ევროპარლამენტში.