მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი ახალციხეში

12:33, 21.02.2026

სპორტის მინისტრმა ახალციხეში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი დაათვალიერა. სპორტკომპლექსი მოიცავს დიდ და მცირე საცურაო აუზებს. ძირითადი აუზი განკუთვნილია როგორც ცურვის, ისე წყალბურთის მოედნისთვის; მცირე აუზით სარგებლობას კი მოზარდები და ბავშვები შეძლებენ. მრავალფუნქციური შენობა საცურაო აუზების გარდა, აერთიანებს ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივისა და ჭიდაობის დარბაზებს. თითოეულ სივრცეს აქვს გასახდელები და საშხაპეები.

მსგავსი